Home / ღონისძიებები / შეხვედრა შატო-მუხრანში

შეხვედრა შატო-მუხრანში

2023 წლის 4 დეკემბერს, დონასტიური “მამუკა ბაგრატიონის ფონდის” დამფუძნებლები: პრინცი მამუკა ბაგრატიონი, მეუღლესთან პრინცესა მერი ფერრარი – ბაგრატიონთა და საპატიო სტუმრებთან ერთად ეწვივნენ “შატო მუხიანს”. აღნიშნული ფონდი გახლავთ ერთ-ერთი დამფუძნებელი “საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის”. ამ ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბ-ნი გოჩა სურმანიძე მეუღლესთან ქ-ნ ირმა ცენტერაძესთან (სურმანიძე) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მნიშვნელოვან ცერემონიაში, რაც ითვალისწინებდა “შატო-მუხრანის” დირექტორის ბ-ნი პატრიკ ჰონეფისათვის და “შატო მუხრანის” დაწესებულების მენეჯერი და ისტორიკოსისათვის ბ-ნი აკაკი გელაშვილისთვის დინასტიური “მამუკა ბაგრატიონის” ფონდის მადლობის სიგელების გადაცემას. რაც ერთგვარი პატივისცემის გამოხატვაა ბაგრატოვათა დინასტიის მხრიდან შატო მუხრანის ადმინისტრაციის მიმართ თანადგომისა და პატივისცემისთვის.
საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ტურისტული კომპანია “HOT TRAVEL” ის დამფუძნებელი ქ-ნი ეკატერინე გიორგაძე თანამშრომლების გუნდთან ერთად. აგრეთვე იყვნენ სტუმრები იორდანიიდან და ირანიდან.

დატოვე პასუხი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEქართული