Home / ღონისძიებები / შეხვედრა პარაოლიმპიურ მსოფლიოს ჩემპიონთან

შეხვედრა პარაოლიმპიურ მსოფლიოს ჩემპიონთან

2023 წლის 5 დეკემბერს “საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის” დამფუძნებლები და პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე, დამფუძნებელი დინასტიური ააიპ “მამუკა ბაგრატიონის ფონდის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი პრინცი მამუკა ბაგრატიონი, საერთაშორისო ურთიერთოთობების მმართველი ირმა ცენტერაძე (სურმანიძე) წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ, უცხოელ სტუმრებთან და პარტნიორებთან ერთად. ჰალად მ ა ალთანაროუან (იორდანია).
მათ მოინახულეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ომის გმირი, სერჟანტი ჯონი თოფურია. აღსანიშნავია, რომ ბატონი ჯონი წლებია რაც პარაოლიმპიურ კარატეში მსოფლიოს ჩემპიონია. მისი მწვრთნელი და ინდივიდუალურ- სპეციფიური მომზადების კურსის შემდგენია ფედერაციის პრეზიდენტი, სენსეი გოჩა სურმანიძე. შეხვედრამ მეგობრულ და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ გარემოში ჩაიარა.

 

 

დატოვე პასუხი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GEქართული