ქართული კარატის ისტორიაში, ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, წამყვან სპორცემენებს უბიძგა ღირსეული გამოსავლის გზები მოეძებნათ.
2023 წლის 10 ნოემბერს, კარატე-დოს მამად წოდებული იაპონელი ლეგენდის გიჩინ ფუნაკოშის დაბადების დღეს, შედგა პრეზენტაცია – დაფუძნდა “საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია“.
დამფუძნებლები არიან:
1. გოჩა სურმანიძე (შავი ქამარი მე-5 დანი)
აღსანიშნავია ფედერაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ბ-ნი გოჩა სურმანიძის ღვაწლი ქართული კარატეს ისტორიაში. მისი მრავალწლიანი შრომის, გამოცდილების და ლიდერული თვისებების დამსახურებაა, აჭარის რეგიონში და ასევე სრულად საქართველოში კარატის განვითარება-პოპულარიზაცია. ბ-ნი გოჩა სწორად და სამართლიანად წარმართავს ფედერაციის მთავარ პრინციპებს, მიზნებს და ამოცანებს.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს კარატეს ისტორიაში ინდივიდუალურ- სპეციფიური მიდგომის საფუძველზე სენსეი გოჩამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ომის გმირს, სერჟანტი ჯონი თოფურიას მისცა შესაძლებლობა სხვა სპორტულ სახეობებთან ერთად, კარატეშიც მიეღწია ლეგენდარული შედეგებისთვის.
2. ლევან ჩხეიძე
დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები.
1997-98 წლებში მსახურობდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარის რიგებში, 2007-2008 წლებში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში.
2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი და წევრი, 2005-2008, 2008-2012 წლებში სარევიზიო კომისიის წევრი.
2020 წლიდან ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მთავარი კომიტეტის წევრი.
2023 წლიდან საქართველოს კარატეს გაერთიანებული ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი , გამგეობის წევრი, აღმასრულებელი მდივანი და იურისტი.
3. ცეზარ სულამანიძე – ( შავი ქამარი 5-ე დანი) ქ.ფოთის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი.
4. ემზარ სოსელია (შავი ქამარი 3-ე დანი)
ვარჯიში დაიწყო ქალაქ სანკტ -პეტერბურგში 1988 წელს, სენსეი ვალერი ბარავკოვთან. გახდა საკტ-პეტერბურგის ჩემპიონი მსუბუქ წონაში. არის სხვადასხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი. 2018 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებში ქ. სტამბულში. ასევე 2023 წელს ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანებში გახდა პრიზიორი. არის დამსახურებული მწვრთნელი, აღზრდილი ყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები.
5. ალექსანდრე კვანტალიანი. შავი ქამარი 5-ე დანი
შერეული ორთაბრძოლების ინსტრუქტორი.
ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.
6. ალექსანდრე მანძულაშვილი შავი ქამარი 4 -ე დანი
მსოფლიოს ტაიკვანდოს ფედერაციის მიერ აღებული აქვს შავი ქამარი 2-ე დანი. („კუკივონის“) ინსტრუქტორი.
საბრძოლო ხელოვნებათა კლუბის „კასპის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი; კავკასიის ჩემპიონი. სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების და ჩემპიონატების გამარჯვებული და პრიზიორი. არის მოქმედი დამსახურებული მწვრთნელი და ყავს აღზრდილი არაერთი წარმატებული სპორტსმენი.
7. მალხაზ ჭუმბურიძე (შავი ქამარი 5-ე დანი)
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი კატაში და კუმიტეში. მრავალი სხვადასხვა ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი. საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2010 -2019 წლებში. დამსახურებული მწვრთნელი, აღზრდილი ყავს მრავალი ჩემპიონი და პრიზიორი.
8. ზურაბ აბაკელია (შავი ქამარი 1-დანი)
ქ. რუსთავის კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი, შერეული ორთაბრძოლების და „კრავ-მაგას“ ინსტრუქტორი.
9. დინასტიური „მამუკა ბაგრატიონის ფონდი“
ერთ-ერთი დამფუძნებელია “დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდი” www.mamukabagrationifoundation.com, რომლის დამფუძნებელიც და პრეზიდენტიც გახლავთ, ევროპაში ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის “ბაგრატიონების” წარმომადგენელი, დინასტიური კავშირის „ბაგრატოვანთა სახლის“ ნამდვილი წევრი, „სამხედრო ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების“ საპატიო წევრი, „სამეფო ჟურნალის“ რედკოლეგიის წევრი, „საქართველოს გენეალოგიისა და ჰერალდიკის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელი, არქაული ეპოქის ისტორიის მკვლევარი, პრინცი მამუკა ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მერვეს მეთვრამეტე თაობა).
პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროვნულ ბიბლიოთეკაში. პრეზენტაციის დაწყებამდე ჩატარდა ღვაწლმოსილი კარატისტების ყრილობა, სადაც გამოიკვეთა კარატეს ოჯახის გაერთიანებისაკენ მიმავალი გზების კონტურები.
„საქართველოს გაერთიანებული კარატეს ეროვნული ფედერაცია“ ემყარება ბუშიდოს (მეომრის გზა) პრინციპებს, ქართული ტრადიციული მეომრის მორალს და ზნეს. შემუშავებული იქნება ქცევის შინაგანაწესი, რომლის შესრულების ვალდებულება შეეხება, როგორც დამფუძნებლებს, ასევე აღნიშნული ფედერაციის წევრებს. დაფასდება ყველა ვეტერანი და კარატე-დოს პიონერი პიროვნება, ვინც საფუძველი დაუდო კარატე-დოს შემოტანასა და განვითარებას საქართველოში.
დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების ფედერაციებთან. მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პრინცი მამუკა ბაგრატიონი.
„საქართველოს გაერთიანებული კარატეს ფედერაციის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები:
გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე (მას დიდი წვლილი მიუძღვის კარატეს განვითარებაში საქართველოში), პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„სამხედრო ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე …….დავით მჭედლიძე, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი, ვეტერანი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ჭიდაობაში. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საკავშირო ფესტივალის ლაურეატი ფერწერაში. პრეზენტაციის მხატრული გაფორმებისთვის, წარმოდგენილი იყო მისი ოთხი ფერწერული ნამუშევარი.
გაბრიელ ბარჯაძე-საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; სპორტის ოსტატი; სპორტული ჟურნალისტი; სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის წევრი, ბარჯაძეების გვარის წინამძღოლი. მრავალი ათეული წიგნის ავტორი სპორტულ თემატიკაზე.
სამეფო ჟურნალის (ROYAL JURNAL) მთავარი რედაქტორი ქ-ნი მარი ელენი, პარლამენტის წევრი: ტარიელ ნაკაიძე.
ლევან მაღრაძე – საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საორგანიზაციო კომისიის წევრი.
ასევე ესწრებოდნენ სტუმრები პარლამენტის სპორტული განყოფილებიდან.
საპატიო სტუმრები სპორტის, კულტურის, და სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროდან.
პრეზენტაციიდან რამოდენიმე დღეში „საქართველოს გაერთიანებული კარატეს ეროვნული ფედერაციის“ წევრები გაემგზავრნენ საფრანგეთში.