გოჩა სურმანიძე (შავი ქამარი მე-5 დანი). აღსანიშნავია ფედერაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის ბ-ნი გოჩა სურმანიძის ღვაწლი ქართული კარატეს ისტორიაში. მისი მრავალწლიანი შრომის, გამოცდილების და ლიდერული თვისებების დამსახურებაა, აჭარის რეგიონში და ასევე სრულად საქართველოში კარატის განვითარრება-პოპულარიზაცია. ბ-ნი გოჩა სწორად და სამართლიანად წარმართავს ფედერაციის მთავარ პრინციპებს, მიზნებს და ამოცანებს.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს კარატეს ისტორიაში ინდივიდუალურ-სპეციფიური მიდგომის საფუძველზე სენსეი გოჩამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ომის გმირს, სერჟანტ ჯონი თოფურიას მისცა შესაძლებლობა სხვა სპორტულ სახეობებთან ერთად, კარატეშიც მიეღწია ლეგენდარული შედეგებისთვის.